ფეხბურთი

23:03 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" მორიგი 2:2 შეკრებაზე

თურქულ შეკრებაზე წლეულს ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა "საბურთალომ", რომელიც უკვე სამი კვირაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემზადება. თემურ შალამბერიძის გუნდი დღეს რუსეთის "დოლგოპრუდნის" დაუზავდა - 2:2. აღნიშნული შედეგი მესამეა თურქულ შეკრებაზე. ამავე ანგარიშით "საბურთალომ" ჯერ ყაზახეთის "გეფესტ კარაგანდასთან" ითამაშა, მანამდე კი 2:2 ბულგარულ "მონტანასთან" დაფიქსირდა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ოთხივე გოლი საწყის 45 წუთში გავიდა - თავიდან მეტოქე დაწინაურდა, თუმცა რამდენიმე წუთში გურამ გოშთელიანმა თავისი მორიგი გოლი შეაგდო და ასე გათანაბრდა ანგარიში. მალე ჩვენები წინ გავიდნენ - გიორგი ხარაიშვილის ჯარიმის შემდეგ, მაგრამ მეტოქემ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანა და 2:2.

მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. საერთო ჯამში მატჩმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. სასიხარულოა, რომ რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა ჯიმი ტაბიძე, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. სხვა და სხვა მიზეზის გამო დღევანდელ შეხვედრაში ვერ ითამაშეს ლორენცომ, მენთეშაშვილმა და ჩაბრაძემ.

"საბურთალო" თურქეთიდან ხვალ საღამოს გამოემგზავრება და დედაქალაქში 24 თებერვალს გამთენიისას იქნება. რაც შეეხება “დოლგოპრუდნისთან” შემადგენლობას: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჩომახიძე, თევზაძე, ბარამიძე, მამუჩაშვილი, მამუჩიშვილი, ხარაიშვილი, გოცირიძე, გოშთელიანი, წივილაშვილი.

www.fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166419