22 წლის მცველმა ლევან საბაძემ, რომელიც ადრე პირველ ლიგაში "სტუ"-ში თამაშობდა "ვიტ ჯორჯიასთან" გააფორმა კონტრაქტი.
ლევან საბაძე: " ჩემთვის ეს პირველი სეზონი იქნება უმაღლეს ლიგაში და შევეცდები ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო. "ვიტ ჯორჯია" მებრძოლი გუნდია, გუნდში კარგი შემართებაა და იმედი მაქვს “ვიტ ჯორჯიასთან” ერთად წარმატებებს მივაღწევთ".
შეხსენებისთვის, ლევან საბაძეს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებშიც უთამაშია.
ედემი ელერჯია







