კალათბურთი

22:27 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავმა თსუ-ს უპრობლემოდ მოუგო

სუპერლიგის მე-2 წრის რიგით მე-5 ტურის მატჩები დღეს რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა.

ქვემოქართლელებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და დამაჯერებლად მოუგეს - 86:68.

სტუდენტებმა, რომლებიც 8 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილზე არიან, მასპინძლებს მხოლოდ მატჩის საწყის წუთებში გაუწიეს წინააღმდეგობა. თანაბარი დებიუტის შემდეგ რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს - ლევან ცეკვავასა და კაილ ნელსონის შედეგიანობით პერიოდი 22:13 მოიგეს და მეორე ათწუთეულიდან ტემპს კიდე უფრო უმატეს.

მეორე მეოთხედში შეუჩერებელი  იყო რუსთაველთა ამერიკელი გამთამაშებელი ნეით ბოუი, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ბოუის კაილ ნელსონიც უბამდა მხარს და დიდი შესვენებისთვის მასპინძლები 26 ქულით დაწინაურდნენ - 55:29.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ რუსთაველები 70:45 იგებდნენ და გამარჯვებამდე მისვლაც არ გასჭირვებიათ. 

მოგებულთაგან 25 ქულითა და 6 ჩაჭრით თავი ზემოხსენებულმა ნეით ბოუიმ გამოიჩინა, 19 ქულა ჰქონდა ლევან ცეკვავას, ხოლო კაილ ნელსონს - 13.  რაც შეეხებათ თსუ-ელებს, სტუდენტთაგან 13-13 ქულა სამმა კალათბურთელმა მოაგროვა - დავით ხიზანიშვილმა, სერჟ ასელაინმა და გიორგი ვახანიამ.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

 მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი):

მივულოცავ რუსთაველ გულშემატკივრებს გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ მებრძოლი გუნდი იყო, გამარჯვებას იოლად მივაღწიეთ. ეს გარკვეულწილად იმ ფინანსური პრობლემების ბრალია, რომელიც თსუ-ს აქვს. ძნელია, მთელი მონდომებით ითამაშო, როცა გუნდში ყველაფერი გამართულად არ არის. წინ ბევრად მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ჩვენც ყველანაირად ვემზადებით.

 ლევან ქარაბაკი (თსუ):

რუსთაველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, შედეგი ლოგიკურია. ამ დარბაზში ნებისმიერ სტუმარ გუნდს უჭირს თამაში და გამონაკლისები არც ჩვენ ვიყავით. მით უმეტეს, ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

 

 

 

ქ. რუსთავი რუსთავი 86 - 68 თსუ 01.03.13, 18:00



გუნდი 1 2 3 4 ჯამ
რუსთავი 22 33 15 16 86
თსუ 13 16 16 23 68

რუსთავი



წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ




% % % ჯამ

4 ნეით ბოუი * 25:02 11 15 73.3 1 3 33.3 0 0 0 1 2 3 3 2 2 6 0 25
7 ლევან ცეკვავა * 21:27 5 7 71.4 3 4 75 0 0 0 0 1 1 5 2 0 0 0 19
9 მალხაზ აბაიშვილი
21:27 0 2 0 0 1 0 1 2 50 0 5 5 2 3 4 2 0 1
10 რევაზ ჩაჩანიძე
22:26 2 3 66.7 0 2 0 0 0 0 0 2 2 2 3 3 0 0 4
11 დავით გუგავა
13:42 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 3 0 0 1 2
12 კაელ ნელსონი * 27:22 4 8 50 1 4 25 2 3 66.7 2 7 9 3 0 2 0 1 13
14 ჟოლივეტ ტუჯანი * 17:41 3 4 75 0 0 0 2 2 100 0 8 8 0 2 5 3 0 8
15 რევაზ ათანელიშვილი
21:15 2 3 66.7 0 1 0 3 4 75 3 4 7 0 1 3 1 0 7
23 გაგა არაბული
15:31 2 2 100 0 0 0 1 1 100 2 2 4 2 1 4 0 0 5
24 ლევან ხმელიძე * 14:07 1 6 16.7 0 0 0 0 0 0 1 2 3 1 3 0 0 0 2













0 1 1 0 0 0 0 0 0

31 53 58.49 5 15 33.33 9 12 75.00 10 36 46 19 20 23 12 2 86

თსუ



წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ




% % % ჯამ

4 გივი ბაქრაძე * 23:38 1 4 25 1 6 16.7 0 0 0 0 4 4 6 2 5 0 0 5
5 სერჟი ასელაინი * 18:13 3 8 37.5 0 0 0 7 10 70 7 5 12 1 0 1 1 1 13
8 შალვა კოხრეიძე
00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 თეიმურაზ თავამაიშვილი
09:28 0 2 0 0 2 0 0 0 0 0 1 1 0 2 1 1 0 0
10 გიორგი ტეტელაშვილი
25:18 1 6 16.7 0 1 0 4 4 100 3 3 6 5 2 2 1 1 6
11 გიორგი ხანიაშვილი * 16:11 2 9 22.2 1 4 25 0 0 0 0 1 1 1 0 3 1 0 7
12 ირაკლი კობიძე
11:30 0 1 0 0 0 0 1 2 50 0 0 0 0 1 1 1 0 1
13 გიორგი ვახანია
30:44 2 3 66.7 2 2 100 3 4 75 0 3 3 1 0 2 1 0 13
15 ნიკა ბაქრაძე * 21:03 0 1 0 0 3 0 0 0 0 5 3 8 1 5 2 2 1 0
23 ვახტანგ ჩქარეული
24:15 2 2 100 0 7 0 0 1 0 2 0 2 3 0 1 2 0 4
24 დავით ხიზანიშვილი
19:52 2 3 66.7 3 9 33.3 0 0 0 0 2 2 1 1 1 0 0 13
31 ლუკა ნოზაძე * 21:32 3 5 60 0 0 0 0 0 0 3 1 4 0 1 0 1 0 6













1 0 1 0 0 0 1 0 0

16 44 36.36 7 34 20.59 15 21 71.43 21 23 44 19 14 20 11 3 68


მსაჯები:მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი

კომისარი:როლანდ გელოვანი

 

 

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 რუსთავი 15 12 / 3 1300 / 1079 27
2 შსს აკადემია 14 12 / 2 1176 / 940 26
3 არმია 13 11 / 2 1205 / 861 24
4 ოლიმპი 13 11 / 2 1143 / 933 24
5 ქუთაისი 15 9 / 6 1208 / 1078 24
6 დინამო 14 9 / 5 1084 / 1035 23
7 თსუ 15 5 / 10 1057 / 1204 20
8 ბათუმი-რსუ 15 3 / 12 1024 / 1239 18
9 სოხუმი 13 4 / 9 985 / 1076 17
10 სტუ 14 0 / 14 898 / 1259 14
11 თსსუ 13 1 / 12 813 / 1189 14

 

 

http://superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111162