სტამბულში სტარტი აიღო რიგით მეცხრე საჭადრაკო ფესტივალმა, რომელზეც საქართველოდან ყოველთვის მრავალრიცხოვანი დელეგაცია მიემგზავრებოდა. თუმცა, წელს ბაქოს ტურნირის პარარელურ რეჟიმში ჩატარების გამო, ტრადიცია დაირღვა და მხოლოდ ორი ჩვენებური მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.
ექვსი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით რუსი რენატ ბიგალიევი (2412) და უკრაინელი ანდრეი სამეცი (2618) დაწინაურდნენ, საერთაშორისო დიდოსტატები სოფო გვეტაძე (2355) და გიორგი ბაღათუროვი (2447) კი მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
მე-7 ტურში გვეტაძე თეთრი ფიგურებით სირიელ იასერ ტავეელს (2113) ეთამაშება, ბაღათუროვი კი შავებით – თურქ ემირ ოზთურქს (2208).
თურქული ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, მისი საპრიზო ფონდიც კი 14 500 დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 2 ათასს მიიღებს.







