თამაშგარე

19:53 | 25.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

რუსმა მორაგბე ქალებმა კალენდრისთვის გაიხადეს

რუსულმა სპორტულმა გამოცემა "Pro Регби"-მ, საკუთარ მკითხველებს, რაგბისა და ქალური სილამაზის მოყვარულებს, ახალი წლისთვის დიდებული საჩუქარი მოუმზადა. პირველად მოხდა მსოფლიოში, რომ ექსკლუზიური ეროტიული კალენდარის ფურცლებზე არც მეტი არც ნაკლები - რუსეთის ქალ მორაგბეთა ნაკრების 12 წევრია გამოსახული.
რუსეთის ნაკრების წევრებმა, თითქმის შიშველ მდგომარეობაში ფოტოები ელიტარული სპორტული ავტომობილების ფონზე გადაიღეს. აქამდე უცხოურ სარაგბო გამოშვებებში, რუსეთის ქალთა ნაკრების წარმატების პარალელურად, რომელიც ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხშირად საუბრობდნენ ამ გუნდის წევრთა სილამაზეზე და ვინც კალენდარს იხილავს, ის ამაში თავადაც დარწმუნდება. კალენდრის ფასი 1 300 რუბლია, მაგრამ “ფერარისა” და “ლამბორჯინის” ფონზე გამოსახულ სპორტსმენთა კალენდრის სახლში ერთი წლით დაკიდება, უფრო დიდი სიამოვნებაა.
და ერთიც, რუს ქალ მორაგბეთა ნაკრების სპორტული წარმატება, მათ ხელმძღვანელობას იმედს აძლევს, რომ ისინი ოლიმპიადაზე მოხვდებიან და იქიდან მედლით მკერდდამშვენებულნი (არადა, მშვენიერება ამის გარეშეც არ აკლიათ) დაბრუნდებიან.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.058123