უელსური “სუონსი” ახალი მწვრთნელის, მიქაელ ლაუდრუპის თავკაცობით სასწაულებს სჩადის. პირველ ტურში მათ სტუმრად “ქუინზ პარკი” 5:0 დაანგრიეს, გუშინ კი, კერკეტ “ვესტ ჰემსაც” 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. კვლავ შეაგდო მათმა ესპანელმა ახალწვეულმა მიგელ პერეს კესტამ, ანუ, უბრალოდ, მეჩუმ. 3 გოლით ის ბომბარდირთა სიასაც ჩაუდგა სათავეში. ლაუდრუპს კი, ინგლისელები უკვე ჯადოქარს უწოდებენ. თუმცა, დანიელი, როგორც ყოველთვის, თავდაჭერილია: “ძალიან გახარებული ვართ გამარჯვებით. 2 თამაშში 8 გოლის გატანა ხუმრობა არ არის, - აბობს ლაუდრუპი, - თუმცა, ხარვეზებიც გვქონდა და ამაზე სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ასეთი რამ, მომავალში ცუდად შემოგვიტრიალდება.”
“მანჩესტერმა” “ფულემს” 3:2 მოუგო, თუმცა ერთობ გაუჭირდა. მანჩესტერელთა რიგებში პირველი გოლი მიითვალა “არსენალიდან” გადასულმა რობინ ვან პერსიმ. მთავარი ამბავი კი უეინ რუნის ტრავმა გახლდათ. მას ბარძაყი გადაუსკდა, მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს და ჰოსპიტალში წაიყვანეს. ექიმების ვარაუდით, ის დაახლოებით 4 კვირას გამოტოვებს. ამისდაკვალად, ვერც ინგლისის ნაკრებს დაეხმარება მომავალ 2 შესარჩევ მატჩებში მოლდოვასა და უკრაინასთან.
ლონდონის “ჩელსიმ” კი დიდებულად დაიწყო წლევანდელი სეზონი. 3 მატჩი და 3 მოგება. გუშინ “არისტოკრატებმა” “ნიუკასლს” 2:0 აჯობეს. ისევ გაიბრწყინა მათმა ბელგიელმა ახალწვეულმა ედენ აზარმა. მან ჯერ პენალტი შეაგდო, შემდეგ კი ქუსლით ფერნანდო ტორესს დაუგორა და ესპანელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა ”ცხრიანში”.
გუშინვე, “სანდერლენდისა” და “რედინგის” მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო.
“სუონსი” – “ვესტ ჰემი” 3:0
“ლიბერთი სთედიუმი.” 20 424
სუონსი: ვორმი, რენგელი, ჩიკო, უილიამსი, ტეილორი (დევისი 84), ბრიტონი, დე გუზმანი (აუგუსტინი 75), მიჩუ, დაიერი, რუტლიჯი (მური 81), გრემი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, რეიდი, ტომკინსი (ვაზ ტე 46), კოლინზი, მაკარტნი, ჯერვიში, ნოლანი, ნოუბლი, დიამე (დიარა 70), დემელი, კარლტონ კოული (მაიგა 62)
მწვრთნელი: სემ ოლერდაისი
გოლები: 1:0 რენგელი (20), 2:0 მიჩუ (29), 3:0 გრემი (64)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გაფრთხილებები: რენგელი (30), ჩიკო (68); კოული (38), ნოლანი (53), კოლინზი (58), რეიდი (83)
“ასტონ ვილა” – “ევერტონი” 1:3
“ვილა პარკი”. 36 565
ასტონ ვილა: გივენი, ვლაარი, ლოუტონი, კლარკი, ბეიკერი, ელ აჰმადი, ნ’ზოგბია, ბანანა (ვაინმანი 70), ჰერდი (ლიჩაი 59), ბენტი, დელფუნესო (ჰოლმანი 46)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ფილიპ ნევილი, ოსმანი, ფელაინი, გიბსონი (მირალასი 71), ნეისმიტი (კოულმენი 64), იელავიჩი (ჰეიტინგა 87)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1 პინაარი (0:1), 0:2 ფელაინი (31), 0:3 იელავიჩი (44), 1:3 ელ აჰმადი (74)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გაფრთხილება: ელ აჰმადი (81)
გაძევება: კლარკი (58)
“მანჩესტერი” – “ფულემი” 3:2
“ოლდ ტრეფორდი”. 75 352
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, რაფაელი, კარიკი, ვალენსია, იანგი (უელბეკი 68), ანდერსონი (გიგზი 81), კლევერლი, ვან პერსი, კაგავა (რუნი 68)
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი
ფულემი: შვარცერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, ბრიგსი, რიტერი, დიარა (ბერდი 81), დემბელე, დაფი, კაჩანიკლიჩი (საიდუელი 62), რუისი, პეტრიჩი (როდალეგა 73)
მწვრტნელი: მარტინ იოლი
გოლები: 0:1 დაფი (3), 1:1 ვან პერსი (10), 2:1 კაგავა (35), 3:1 რაფაელი (41), 3:2 ვიდიჩი (64)
მსაჯი: კევინ ფრენდი
გაფრთხილება: ჰანგელანდი (35)
“ნორვიჩი” – “ქუინზ პარკი” 1:1
“ქეროუ როუდი”. 26 317
ნორვიჩი: რუდი, გარიდო, ბარნეტი, ბასონგი, მარტინი, სნოდგრასი, პილკინგტონი, ჰოუსონი, ჯონსონი, ჯეკსონი (მარტინი 87), ჰოლტი (მორისონი 87)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
ქუინზ პარკი: გრინი, ანტონ ფერდინანდი, არმანდ ტრაორე (ბოსინგვა 70), ჰილი (ონუოჩა 46), ფაბიო, ჟი-სუნგ პარკი, დიაკიტე (დერი 86), სამორა, ჯიბრილ სისე, მაკი, ჰულეტი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 1:0 ჯეკსონი (11), 1:1 ზამორა (19)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გაფრთხილებები: ჰილი (24), ფერდინანდი (81)
“საუთჰემოტონი” – “უიგანი” 0:2
‘სენტ მერის” სტადიონი. 29 604
საუთჰემპტონი: დევისი, ჰოიველდი, ფონტე, ფოქსი, კლაინი, დევისი (უარდ-პროუსი 75), ლალანა, გილერმე, შნაიდერლინი, როდრიგესი (შარპი 76), ლამბერტი
მწვრთნელი: ნაიჯელ ადკინსი
უიგანი: ალ ჰაბში, კოლდუელი, ბოისი, რამისი, ფიგეროა, ალკარასი, მაკარტური, მაკარტი, მელონი (ბუსეჟური 75), კონე (ბოსელი 90), დი სანტო (გომესი 67)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
“ტოტენჰემი” – “ვესტ ბრომვიჩი” 1:1
“უაით ჰართ ლეინი”. 36 166
ტოტენჰემი: ფრიდელი, გალასი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო, უოლკერი, ვან დერ ვაარტი (ადებაიორი 62), ლენონი, ბეილი, ლივერმორი, სანდრო (სიგურდსონი 73), დეფო (ჯენასი 76)
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, მაკელი, რიდი, მორისონი, მულუმბუ, იაკობი, დორანსი (ბრანტი 75), ფორტუნე (როზენბერგი 78), ლონგი (ლუკაკუ 62)
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გოლები: 1:0 ასუ-ეკოტო (74), 1:1 მორისონი (90)
მსაჯი: მაიკლ დინი
გაფრთხილებები: ვერტონგენი (48); მულუმბუ (30), რიდი (81)
“ჩელსი” – “ნიუკასლი” 2:0
“სტემფორდ ბრიჯი”. 41 718
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ბერტრანდი, ობი მიკელი, მეირელეში (ლამპარდი 88), აზარი, ტორესი, მატა (რამირესი 67)
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, სტივენ ტეილორი, სიმპსონი (რაიან ტეილორი 64), სანტონი (მარვო 74), ბენ არფა, კაბაიე (პერჩი 77), გუტიერესი, ანიტა, დემბა ბა, პაპის სისე
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0 აზარი (22, პენ), 2:0 ტორესი (45)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
გაფრთხილება: ტორესი
| 1. | ჩელსი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:2 | 9 |
| 2. | სუონსი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:0 | 6 |
| 3. | ევერტონი | 2 | 2 | 0 | 0 | 4:1 | 6 |
| 4. | ვესტ ბრომი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:1 | 4 |
| 5. | ფულემი | 2 | 1 | 0 | 1 | 7:3 | 3 |
| 6. | სიტი | 1 | 1 | 0 | 0 | 3:2 | 3 |
| 7. | მანჩესტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:3 | 3 |
| 8. | უიგანი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 |
| 9. | ნიუკასლი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 |
| 10. | ვესტჰემი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:3 | 3 |
| 11. | სტოკი | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 |
| 12. | არსენალი | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 |
| 13. | სანდერლენდი | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 |
| 14. | ტოტენჰემი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 |
| 15. | რედინგი | 2 | 0 | 1 | 1 | 3:5 | 1 |
| 16. | ნორვიჩი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:6 | 1 |
| 17. | ქპრ | 2 | 0 | 1 | 1 | 1:6 | 1 |
| 18. | საუთჰემპტონი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:5 | 0 |
| 19. | ასტონ ვილა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
| 20. | ლივერპული | 1 | 0 | 0 | 1 | 0:3 | 0 |
დღეს: სტოკი – არსენალი
ლივერპული – სიტი
ბომბარდირები: 3 - მიჩუ (“სუონსი”), 2 – დაიერი (“სოუნსი”), დაფი, პეტრიჩი (ორივე -“ფულემი”), ფელაინი (“ევერტონი”), ივანოვიჩი, ლამპარდი, ტორესი (ყველა – “ჩელსი”).
სოლომონ გულისაშვილი









