ფეხბურთი

17:22 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთის ნაკრებში ტეტერუშანუ პანტილიმონმა შეცვალა

 

“მანჩესტერ სიტის” მეკარე კოსტელ პანტილიმონი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი ოფში საბერძნეთის ნაკრებთან გასამართ მატჩებში, რუმინეთის ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

რუმინეთის ნაკრებში პირველი მეკარე ჩიპრიან ტეტერუშანუა, მაგრამ 27 ფეხბურთელმა ვარჯიშზე წელი დაიზიანა. სხვათა შორის, მომავალი თამაშების წინ, ეს რუმინელთა პირველი დანაკლისი არაა. კვირას, პრემიერლიგის მე-11 ტურში, “ტოტენჰემის” მცველმა ვლად კირიკეშმა ცხვირი გაიტეხა და როგორც 15 ნოემბერს, ასევე, 19 ნოემბერს ბერძნებთან ვერ ითამაშებს.

პანტილიმონმა, რომელიც 203 სანტიმეტრით ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალი მოთამაშეა, “სიტის” სასტარტოდან ინგლისის ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი “ამოაგდო”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102059