ფეხბურთი

17:27 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "მანჯუკიჩს ლევანდოვსკისთან ჭიდილი გაუჭირდება"

 

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ არ იცის მანჯუკიჩი ლევანდოვსკისთან ჭიდილს თუ მოისურვებს.

პეპ გვარდიოლამ გერმანიის თასის ფინალისთვის ხორვატი ფეხბურთელი 18-კაციანი შემადგენლობის მიღმა დატოვა.

როგორც უკვე ცნობილია, შემდეგი სეზონიდან პოლონელი თავდამსხმელი მიუნხენურ კლუბში იასპარეზებს. რუმენიგე კი თვლის, რომ მანჯუკიჩს ლოვანდოვსკისთან ჭიდილი გაუჭირდება.

"თუ მარიო დარჩება, სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგან ჩვენთან მსოფლიო კლასის თავდამსხმელი მოდის. მისი გადასაწყვეტია დარჩება თუ სხვა კლუბში გადასვლას ამჯობინებს. ჩვენ ყველა წინადადებას განვიხილავთ და მასთან სალაპარაკოდ მზად ვართ,” - განაცხადა რუმენიგემ.

"დორტმუნდი" მიუნხენელთა ტრანსფერებით უკმაყოფილოა, რადგან მარიო გიოტცეს შემდეგ უკვე მეორე მარიოსაც კარგავენ. "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა ამის შესახებაც ისაუბრა:

"დორტმუნდელები ცდილობენ გოლიათებად წარმოგვაჩინონ, თითქოს ბუნდესლიგის ქურდი ბარონები ვიყოთ. ვცდილობ მათ მიმართ ყოველთვის თავშეკავებული ვიყო."

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117456