ფეხბურთი

11:17 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია “რომას” არ დატოვებს

ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დიდიე დეშამის გადადგომის შემთხვევაში, მისი შეცვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იტალიური “რომას” დამრიგებელი რუდი გარსია იქნება.

მიუხედავად ამისა, 49 წლის სპეციალისტი Football Italia-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი სურვილები სრულიად განსხვავებულია.

“საფრანგეთის ნაკრებთან დაკავშირებით ერთადერთი სურვილი მაქვს - მინდა, რომ დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებს სამშაბათს გამარჯვება მოაპოვებინოს და ის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს. “რომაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები” - თქვა გარსიამ.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი კიევში უკრაინასთან 0:2 დათმო და რთული ამოცანის წინაშე დგას. რაც შეეხება გარსიას და მის “რომას”, გუნდს სერია A-ში ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა და საწყის ათ ტურში ზედიზედ ათი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ბოლო ორ ტურში აუტსაიდერების - “ტორინოსა” და “სასუოლოს” დამარცხება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167