სხვა

19:30 | 14.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

როტერდამისკენ ქუთაისის გავლით

გუშინ  ქუთაისში სტარტი აიღო საქართველოს პირველობამ  ახალგაზრდა ( 1995-1996 წლებში დაბადებულ) მოკრივეთა შორის. სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ რინგზე ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელი ასპარეზობს. გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

მიმდინარე ტურნირი  აგვისტოში ჰოლანდიურ როტერდამში გასამართი  ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს  შესარჩევ შეჯიბრებას წარმოადგენს. საქართველოს პირველობის რჩეულ  მოკრივეებს  რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც მიეცემათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ამის შემდეგ საბოლოოდ დაკომპლექტდება  ჰოლანდიაში გასამგზავრებელი ახალგაზრდული გუნდი.

ქუთაუსურ რინზე მიმდინარე ორთაბრძოლებს  საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა  ლამის სრული შემადგენლობით აკვირდება. ხვალ პირველობაზე ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება, ფინალები კი ზეგ გაიმართება.

 

 

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

ავტორის ფოტოები 

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180677