ფეხბურთი

1:53 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ მე-400 გაიტანა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, ლუის ენრიკე იმ გუნდს დაუპირისპირდა, რომელიც მან 1996 წელს „ბარსელონაზე“ გაცვალა. 43 წლის ესპანელმა, რომელსაც „რეალთან“ კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს, მადრიდულ გუნდს წინააღმდეგობა დიდხანს კი გაუწია, მაგრამ მისი „სელტა“ შინ მაინც განადგურებული დაბრუნდა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში, ვიგოელ სტუმრებს ანგარიშის გახსნის არაერთი ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს, ხოლო 67-ე წუთზე, ხესე როდრიგესის გადაცემის შემდეგ, თამაშის პირველი გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც საკმაოდ პასიური იყო, მეტოქის კარში 2 გოლის გატანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურება მაინც მოახერხა. მე-3 დამატებულ წუთზე, პორტუგალიელის მიერ განხორციელებული ზუსტი დარტყმის შემდეგ, 28 წლის ფეხბურთელს კარიერაში 400 გოლი დაუგროვდა. მან ყველაზე მეტი, 230 ბურთი „რეალის“ მაისურით გაიტანა, 118-ჯერ მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოწინააღმდეგეთა კარი აიღო, 5 ბურთი პორტუგალიელმა „სპორტინგის“ მაისურით გაიტანა, ხოლო 47-ჯერ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოწინააღმდეგეები დამწუხრდნენ. რონალდუს, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატია, 400 გოლის გასატანად 653 თამაშის ჩატარება დასჭირდა. კარიერის განმავლობაში, მას გოლი 109 სხვადასხვა გუნდის კარში გაუტანია. 400-დან 259 ბურთი მარჯვენა ფეხით დარტყმის შემდეგ გავიდა, ხოლო 191 მაშინ, როდესაც რონალდუს თეთრი მაისური ეცვა. 99-ჯერ კრიშტიანუმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან იხეირა. მისი საყვარელი წერტილი მარცხენა ქვედა კუთხეა. ამ კუთხეში მან ბურთი 89-ჯერ მოათავსა. 400 გოლიდან რონალდუმ 223 საშინაო მატჩებში გაიტანა, აქედან 127 „სანტიაგო ბენრაბეუზე“. პორტუგალიელს სულ 87 სტადიონზე გაუტანია. რონალდუმ 332-ჯერ თავი საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით გამოიჩინა, ხოლო 226 გოლი მე-2 ტაიმში გაიტანა. მის კარიერაში საუკეთესო ასისტენტი მესუთ იოზილია, რომელმაც რონალდუს საგოლედ 27-ჯერ უპასა. და ბოლოს, ალბათ ყველაზე საინტერესო ფაქტი რონალდუს გოლების სტატისტიკიდან: ფეხბურთელს, რომლის თითქმის მთელი კარიერა 7 ნომერს უკავშირდება, პირველიდან 90-ემდე გოლი ყველა წუთზე აქვს გატანილი, მე-7 წუთის გარდა.

მე-18 ტურის პირველ 9 მატჩში, გასვლაზე მოთამაშე გუნდებს მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გატანილი. სტუმრების „ღირსების აღდგენაზე“ ზრუნვა „ვილიარეალმა“ ითავა, რომელმაც „რაიოს“ 5-ჯერ გაუტანა, თავად კი 2-ჯერ გაუშვა.

 

რეალი-სელტა 3:0 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” 65217

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ალონსო (ილიარამენდი 46), მოდრიჩი, დი მარია (ბეილი 65), ისკო (ხესე 62), რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

სელტა (4-3-3): ოტერინო, მალიო, კაბრალი, კოსტასი, კასტრო ოტო, ფერნანდესი (ნოლიტო 69), უბინა, ლოპესი (კრონ-დელი 60), რაფინია, შარლზი (მინა 77), ორელიანა.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლები: 1:0 ბენზემა (67), 2:0 რონალდუ (82), 3:0 რონალდუ (90+3).

გაფრთხილებები: ლოპესი 34, ფერნანდესი 43.

მსაჯი: ალფონსო ალვარესი.

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 18 (8)-15 (1), კუთხური: 12-9, თამაშგარე: 6-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 12-9.

 

რაიო-ვილიარეალი 2:5 (0:3)

მადრიდი, “რაიო ვალიეკანო

რაიო (4-2-3-1): კობენიო, ტიტო (მოხიკა 46), გალვესი, როდრი, მარტინესი, ტრაშორასი, ნიგუესი, ბანგურა, ვიერა, გონსალესი (კასტილიო 46), ბუენო (ემბარბა 65).

მწვრთნელი: პაკო ხემესი.

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო, გასპარი, მუსაჩო, დორადო (პანტიჩი 56), კოსტა, ტრიგეროსი, პინია, გომესი (სორიანო 72), პერესი (აკინო 46), უჩე, პერბეტი.

მწვრთნელი: მარსელინიო.

გოლები: 0:1 უჩე (10), 0:2 პერბეტი (12), 0:3 პერბეტი (41), 0:4 უჩე (57), 0:5 უჩე (64), 1:5 კასტილიო (66), 2:5 კასტილიო (90+1, პენ).

გაფრთხილებები: ტრაშორასი 35, როდრი 45, მოხიკა 49 - პერბეტი 75, პინია 78, უჩე 90+1.

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი.

ბურთის ფლობა: 71%-29%, დარტყმა: 18 (8)-12 (6), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-6, ჯარიმა: 14-16.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143265