თამაშგარე

13:00 | 26.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა

როგორც ჩანს, ესპანურ და პორტუგალიურ (და არა მხოლოდ) საფეხბურთო ბომონდს, სულ მალე, გრანდიოზული ქორწილისათვის მოუწევს მზადება. მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ როგორც იქნა ამოღერღა, რომ თავის სატრფოსთან, ფოტომოდელ ირინა შეიკთან დაქორწინება საბოლოოდ გადაწყვიტა და გრანდიოზული ქორწილიც სულ მალე გაიმართება.
რონალდუსა და ირინას ურთიერთობა კარგა ხანია რაც დაიწყო. წყვილი თავიდან ნამეტნავად გაურბოდა კამერებს და არც ერთურთის გულთაპყრობას აღიარებდნენ, მაგრამ შემდეგში უკვე კაფე-რესტორნებსა და მიღებებზეც ერთად დაიწყეს გამოჩენა და რამდენჯერმე ყველას თვალწინ ტუჩებიც შეაწებეს ერთმანეთს.
რონალდუ, მისი თქმით, ქორწილს მშობლიურ პორტუგალიაში გადაიხდის და ჯვარსაც იქაურ კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერს. ასე რომ, სულ მალე, ევროპულ საფეხბურთო ბომონდს პორტვეინით სავსე ჭიქებით ხელში სიძე-დედოფლის ფეხზე ადგომით დამლოცავების ამპლუაში ვიხილავთ. რონალდუს ქორწილში თამადისა და მერიქიფის ვინაობა და განსხვავებული სასმისების ზომა, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15995