ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუის ნაზარიო დე ლიმა, იგივე რონალდო, კიდევ ერთხელ აპირებს საქორწინო უღელში თავის გაყოფას და მისი წინა სამი უიღბლო ქორწინებისგან განსხვავებით, ბრაზილიელ ლეგენდას იმედი აქვს, რომ ქორწინებებში პოკერი, ანუ მეოთხე ქორწინება, წარმატებული იქნება.
რონალდოს მეოთხე ცოლი, ბრაზილიაში ცნობილი დიჯეი და მუსიკალური წამყვანი პაულა მორაისი იქნება, რომელთანაც ფეხბურთელს ორწლიანი რომანი აკავშირებს და როგორც 37 წლის ვეტერანი მეგოლე ამბობს, მასსა და პაულას შორის სიყვარულის ძაფები 2012 წლიდან იბმება.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდო თავის მეოთხე ცოლზე მთელი 9 წლით უფროსია, ფეხბურთელი და მისი დიჯეი საცოლეც იმედს გამოთქვამენ, რომ ასაკში თვალშისაცემი სხვაობა ხელს არ შეუშლის მათ თანაცხოვრებასა და სიყვარულს. მით უმეტეს, რომ რონალდო ირწმუნება, ეს ცოლი საბოლოოა და სხვა ქალს ახლოსაც არ გავეკარებიო.







