ფეხბურთი

17:19 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო “ბეშიქთაშს” შეუთანხმდა

ბრაზილიელ თავდამსხმელს რონალდინიოს “ბეშიქთაშში” გადასვლასთან ერთი ნაბიჯი აშორებს.

თურქული გამოცემა Fanatic-ი იუწყება, რომ 33 წლის ფეხბურთელის ძმამ რობერტუ ასისმა, რომელიც ამავე დროს მისი მენეჯერიცაა, სტამბოლის კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

უახლოეს ხანში, მხარეები კონტრაქტის დანარჩენ დეტალებს მოაგვარებენ და ხელსაც მოაწერენ. ხელშეკრულება ორწელიწადნახევარზეა გათვლილი და ამ ხნის განმავლობაში რონალდინიო 10 მილიონ ევროს მიიღებს.

შარშან, რონალდიონიომ “ატლეტიკო მინეირუსთან” ერთად “კოპა ლიბერტადორესის” თასი მოიგო, ხოლო კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108797