ძიუდო

22:53 | 3.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

რომაული უიქენდი ესტონურად დასრულდა

რომის მსოფლიოს თასის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. პირველი დღისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა და 2 ოქროსა და 1 ვერცხლს ერთი მედალიც ვერ მიამატა, მაგრამ გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონება მაინც მოახერხა.
მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ათეულის მხოლოდ ორმა წევრმა მოირგო დღეს კიმონო და ორივე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი რეიტინგის მეექვსეადგილოსანი, რუსი ტაგირ ხაიბულაევი გახდა, ხოლო მძიმე წონაში ყველას ესტონელმა მარტინ პადარმა აჯობა, რომელიც თავის წონაში მე-9 პოზიციაზე დგას. 81 კილოგრამში ოქროს მედალს გერმანელი სვენ მარეში დაეუფლა, 90-ში კი მსოფლიოს თასი წაუგებლად რუსმა ვიქტორ სემენოვმა ჩაამთავრა.
შეგახსენებთ, რომის მსოფლიოს თასმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა. მომავალ შაბათ-კვირას – 9-10 ოქტომბერს სარეიტინგო ქულები მინსკის მსოფლიოს თასზე დარიგდება, მაგრამ ქართულ გეგმაში არც ბელარუსში გამგზავრება ჯდება. სოსო ლიპარტელიანის გუნდი 15-17 ოქტომბერს, როტერდამის გრან-პრიზე გამოვა და ინდივიდუალურ სეზონს, სავარაუდოდ, ამით დაასრულებს, თუმც შესაძლოა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გეგმას გადახედოს და ქართული გუნდის რომელიმე ტურნირზე გამგზავრება გადაწყდეს.

ძიუდო
მსოფლიოს თასი
რომი. 3 ოქტომბერი

81 კგ
1 სვენ მარეში (გერმანია)
2 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
3 რობერტ გესი (გერმანია)
3 ანტონიო ჩიანო (იტალია)

90 კგ
1 ვიქტორ სემენოვი (რუსეთი)
2 რობერტო მელონი (იტალია)
3 ლორენცო ბანიოლი (იტალია)
3 ვინსტონ გორდონი (ბრიტანეთი)

100 კგ
1 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
2 ლეონარდო ლეიტე (ბრაზილია)
3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
3 ზაფარ მახმადოვი (რუსეთი)

+100 კგ
1 მარტინ პადარი (ესტონეთი)
2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)
3 ლუის კარმო (ბრაზილია

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091946