ფეხბურთი

12:31 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” პიშჩეკი სურს

“რომას” ხელმძღვანელობა “დორტმუნდის” მარჯვენაფლანგელის – ლუკას პიშჩეკის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.

გერმანელები 29 წლის პოლონელის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ მცველის სანაცვლოდ არცთუ მცირე თანხას ითხოვენ. “დორტმუნდის” ხელმძღვანელებს პიშჩეკის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, პიშჩეკმა 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11786