ფეხბურთი

19:35 | 13.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

რომარიო გახარებულია: "ტეიშეირა გადადგა. ბრაზილიურ ფეხბურთს სიმსივნე მოკვეთეს!"

რიკარდუ ტეიშეირამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. 64 წლის ტეიშეირა პასუხისმგებელი გახლდათ 2014 წლის მუნდიალისთვის მოსამზადებელ გეგმებზე, საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, თუმცა საქმეს უნარიანად ვერ უძღვებოდა.
ბრაზილიური Globo Esporte-ს ცნობით, ტეიშეირამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა თანამდებობდა, რომელიც 1989 წლიდან მოყოლებული ეკავა. თუმცა, გადადგომა იმას არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ძალები მოისვენებენ: ტეიშეირას მუნდილის მოსამზადებლად გადაცემული თანხის არამიზნობრივად გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა ჯერჯერობით, ვერაფერი დაუმტკიცეს.
ტეიშეირას მმართველობის პერიოდში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მის ნაცვლად ბრაზილიურ ფეხბურთს ჟოზე მარია მარინი უთავკაცებს, რომელიც ბოლო წლებში კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
და აი, რას ამბობს 1994 წლის მუნდიალის გმირი რომარიო, რომელიც სოციალისტური პარტიიდან ბრაზილიის კონგრესმენია:
"ქვეყანაში ზეიმია. ტეიშეირა გადადგა. ბრაზილიურ ფეხბურთს სიმსივნე მოკვეთეს!"

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094129