პარიზში საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების კენჭისყრა ჩატარდა. გთავაზობთ მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგთა შორის ფავორიტთა საპირველწრეო მეტოქეებს.
მამაკაცები
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) – პოტიტო სტარაჩე (იტალია)
რაფა ნადალი (ესპანეთი, 2) – სიმონე ბოლელი (იტალია)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3) – ტობიას კამკე (გერმანია)
ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, 4) – ტაცუმა იტო (იაპონია)
ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი, 5) - კვალიფიკაცია
დავიდ ფერერი (ესპანეთი, 6) – ლუკაშ ლაცკო (სლოვაკეთი)
ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 7) – დუდი სელა (ისრაელი)
იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი, 8) – სემ კუერი (აშშ)
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა, 9) – ალბერტ მონტანიესი (ესპანეთი)
ჯონ იზნერი (აშშ, 10) – კვალიფიკაცია
ქალები
ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი, 1) – ალბერტა ბრიანტი (იტალია)
მარია შარაპოვა (რუსეთი, 2) – ალექსანდრა კადანტუ (რუმინეთი)
აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3) – ბოიანა იოვანოვსკი (სერბეთი)
პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 4) – ეშლი ბარტი (ავსტრალია)
სერენა უილიამსი (აშშ, 5) – ვირჟინი რაზანო (საფრანგეთი)
სამანტა სტოსური (ავსტრალია, 6) – ელენა ბალტაჩა (დიდი ბრიტანეთი)
ნა ლი (ჩინეთი, 7) – სორანა კირსტია (რუმინეთი)
შეგახსენებთ, მამაკაცთა და ქალთა შორის “როლან გაროსის” მოქმედი ჩემპიონები რაფა ნადალი და ნა ლი არიან.







