ფეხბურთი

19:02 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისს სტვენა ლოგიკურად მიაჩნია

მარკო როისმა განაცხადა, რომ არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში 2:4 წაგებიდან სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. გერმანიის ეროვნული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ტრიბუნებიდან მათ უსტვინეს. როისი კი ამას ლოგიკურად მიიჩნევს:

"აშკარაა, რომ შორს ვიყავით კარგი თამაშისგან. უნდა მოვუმატოთ. კარგი იქნება, თუ ქომაგებისგან სტვენის გამო გულში წყენას არ ჩავიდებთ. საწყენია, რომ არგენტინასთან მუნდიალზე ვერ ვითამაშე, ეს ჩემთვის ცუდად გასახსენებელია, მაგრამ წინ შესარჩევის მატჩები გველის და მეც ბოლომდე მზად ვარ".

ილია კახელიშვილი

თეგებიარკო როისი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160884