თამაშგარე

10:44 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როდმანი კიმ ჩენ ირს ჩაეხუტა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, დენის როდმანი ჩვენ კარგი კაცი გვეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ვეტერან კალათბურთელს ფული იმდენად ჰყვარებია, რომ არც ჩრდილოეთ კორეის სისხლიან დიქტატორთან., კიმ ჩენ ირთან ფსევდომეგობრობაზე ამბობს უარს რამდენიმე მილიონის საფასურად.

ცოტა ხნის წინათ, დენის როდმანი კიმ ჩენ ირს, (რომელმაც გასულ წელს, უამრავ  ადამიანთან ერთად საკუთარი ბიძა და საცოლეც კი დახვრიტა) კორეაში ეწვია, დაბადების დღე სიმღერით მიულოცა და ამერიკიდან ჩაყვანილი კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდით ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

კიმ ჩენ ირთან “მეგობრობა“ რომ სამარცხვინო ამბავია, ეს საქვეყნოდაა ცნობილი და ამერიკაში დაბრუნებულ დენისს მისი უსინდისო საქციელის გამო ბევრმა ადამიანმა აქცია ზურგი. როდმანის სახლთან კი კიმ ჩენ ირის რეჟიმისგან ამერიკაში გაქცეულმა კორეელებმა საპროტესტო აქციაც მოაწყვეს. როგორც ერთი ძველი გამოთქმა ღაღადებს: ”ფულს სუნი არა აქვს” მაგრამ, ფულს ავტორიტეტის განიავება რომ შეუძლია – ეს როდმანის მაგალითიდანაც ჩანს. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062642