ჩოგბურთი

14:15 | 9.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“როჯერშტრასე” ჰალეში

აღმოსავლეთგერმანულ ქალაქ ჰალეში ერთ-ერთ ქუჩას შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის სახელი მიენიჭება. შეგახსენებთ, ამ დასახლებულ პუნქტში ATP-ის ბალახის საფარიანი კორტის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და “მხიარულ როჯერს” ჰალეში 5 შეჯიბრება აქვს მოგებული. ასპარეზობა ვებერის სახელობის სტადიონზე ტარდება, ამ სარბიელის მომიჯნავე ქუჩას ვესტშტრასე ერქვა, ამიერიდან კი როჯერ ფედერერის სახელის მოზიარე გახდება. ამ ფაქტს “მხიარული როჯერი” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისდამი ჰალეს მესვეურთა ამგვარმა დამოკიდებულებამ ძალიან გაახარა და გულიც აუჩუყა.
ამასობაში, ფედერერი მადრიდის “მასტერზ1000”-ზე თავის პირველ შეხვედრას დღეს ღამით კანადელი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში გამოცდილი არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი დაამარცხა.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086535