ჩოგბურთი

15:45 | 7.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის ოცნება

მადრიდის ტურნირის მოახლოების წინ პლანეტის ყველაზე ტიტულოვანმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი მიზანი რეიტინგსიის სათავეში დაბრუნებაა. “თუკი რომელიმე სადიდსლემო შეჯიბრების კიდევ ერთხელ მოგება შევძელი, ძალიან ახლოს ვიქნები მსოფლიოს კლასიფიკაციაში კიდევ ერთხელ დაწინაურების. გამოგიტყდებით, ეს ჩემი ოცნებაა. ამჟამად კი ჩემი ფიქრი მადრიდის ტურნირს უტრიალებს. ყოველმხრივ შევეცდები ღირსეულად ვითამაშო”, - განაცხადა დიდი სლემის შეჯიბრებების 16-გზის ტრიუმფატორმა შვეიცარიელმა. კასტილიის დედაქალაქის ასპარეზობის მეორე წრეში ფედერერი არგენტინელ დავიდ ნალბანდიანისა და კანადელ მილოშ რაონიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მადრიდის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, შარშანდელი ფინალისტი რაფა ნადალი კი ესპანეთის დედაქალაქში პირველ მატჩს რუს ნიკოლაი დავიდენკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.


ATP Rankings

1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12020
2 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 9615
3 (3)    როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8520
4 (4)    ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7860
5 (5) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4885
6 (6)    დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4280
7 (7)    ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4990
8 (8)    იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2820
9 (9) მარდი ფიში (აშშ) 2750
10 (10)    ჯონ იზნერი (აშშ) 2725


WTA Tour Rankings
 
1 (1)    ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8600
2 (2)    მარია შარაპოვა (რუსეთი) 8260
3 (4)    აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 6750
4 (3)    პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)    6295
5 (5)    სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5805
6 (6)    კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 5310
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 5065
8 (8)    ლი ნა (ჩინეთი) 4550
9 (9)    სერენა უილიამსი (აშშ) 4300
10 (10)    ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 3755

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092488