ჩოგბურთი

21:19 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

როჯერი რაფას ელის

მუხლის ტრავმის გამო ესპანელმა რაფა ნადალმა ლონდონის ოლიმპიური თამაშები და ტორონტოს “მასტერზ1000” გამოტოვა, ამავე მიზეზით მალიორკელმა ცინცინატის მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ასპარეზობაც იუარა, დღეს კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზეც მისი მონაწილეობა სათუოა. “ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, შევძლებ თუ არა US Open-ზე თამაშს. ტრავმა ადრეც მქონია, მაგრამ მუხლის ამჟამინდელი დაზიანება ჩემთვის უჩვეულოა. ამიტომაც გადაჭრით ვერაფერს ვამბობ და შესაძლოა, ამერიკაში არცკი გავემგზავრო”, - რაფას ეს სიტყვები ესპანურ პრესას მოჰყავს.

რაფა ნადალს მისი ძველი ოპონეტი და კონკურენტი როჯერ ფედერერი გამოეხმაურა. “ზუსტად დღეს ვაპირებდი რაფასთვის მიმეწერა და გარდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომრეობა გამეგო, გამემხნევებინა. ოლიმპიადის გამოტოვების შემდეგ, მეგონა, ნადალი ტორონტოსა და ცინცინატიში მაინც ითამაშებდა. გითხრათ სიმართლე, მისი ტრავმის შესახებ არცკი ვიცოდი. უიმბლდონის მეორე წრიდან გავარდნის შემდეგ რაფას ძალის მოკრების დიდი დრო ჰქონდა და დიდად გულდაწყვეტილი ვიქნები, თუკი აშშ-ის ღია პირველობა ნადალია გარეშე ჩაივლის. მოუთმენლად ველი რაფას კორრუნებას”, - სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორის როჯერ ფედერერის ციტირებას ამერიკული პრესა ახდენს.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160684