ჩოგბურთი

11:00 | 19.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

“როჯერ მეოთხე” და რეიტინგის ინდიან უელსური კორექტივები

30 წლის როჯერ ფედერერმა თვის განმავლობაში თავისი მესამე ტიტული მოიგო და ხანგრძლივი, ფენომენალური კარიერის განმავლობაში 73-ე ტურნირის ჩემპიონი გახდა. შვეიცარიელმა დიდოსტატმა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე მეოთხედ იპირველა და კალიფორნიის შტატის ასპარეზობის მოგებათა რაოდენობითაც რეკორდსმენი გახდა. გადამწყვეტ მატჩში “მხიარული როჯერი” ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდა და 2 სეტით მოახერხა ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველი “იანკის” დამარცხება 7:6, 6:3. იზნერმა თავი კი იმით შეუძლია “იმშვიდოს”, რომ ინდიან უელსის შეჯიბრების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგსიის პირველ ათეულში შეაბიჯა. ჯონმა წყვილთა თანრიგის ფინალშიც იასპარეზა და აქაც ხელი მოეცარა. თანამემამულე სემ კუერისთან ერთად თამაშისას იგი ესპანელთა დუეტთან (რაფა ნადალი-მარკ ლოპესი) 2:6, 6:7 დამარცხდა.

დღეს დილით გამოქვეყნებულ კლასიფიკაციას რაც შეეხება, მამაკაცთა მოწინავე ათეულში ერთი საფეხურით წაიწია წინ სერბმა იანკო ტიპსარევიჩმა, ქალთა შორის კი პოლონელმა აგნაშკა რადვანსკამ მეოთხე ადგილამდე აინაცვლა.

ATP Rankings

1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12670
2 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 10175
3 (3)    როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9350
4 (4)    ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7450
5 (5)    დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4700
6 (6) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4535
7 (7)    ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 3860
8 (8)    მარდი ფიში (აშშ) 2910
9 (10)    იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2730
10 (11)    ჯონ იზნერი (აშშ) 2675



WTA Tour Rankings
 
1 (1)    ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 9730
2 (2)    მარია შარაპოვა (რუსეთი) 7930
3 (3)    პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)    7170
4 (5)    აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5960
5 (6)    სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5825
6 (4)    კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 5410
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4710
8 (8)    ლი ნა (ჩინეთი) 4635
9 (9)    ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 4340
10 (10)    ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 3800


 

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095129