10-12 თებერვალს დევისის თასის მორიგი, 101-ე გათამაშება აიღებს სტარტს. ჩოგბურთის მოყვარულთა მოჭარბებულ ინტერესს რამდენიმე მატჩი იწვევს, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდთა დაპირისპირებაცაა. შეხვედრა შვეიცარიის ფრიბურგში ჩატარდება და წინასამატჩოდ ჟურნალისტებს პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გაესაუბრა. “სადღეისოდ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ბრწყინვალე ფორმაში ვარ. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ მოგებათა შთამბეჭდავი სერია მქონდა და ვიმედოვნებ, დევისის თასის მატჩის დროს წარმატებათა მწკრივს კვლავ ჩავუყრი საფუძველს. კარგია, ამერიკელებთან დაპირისპირება ჩვენ დარბაზში რომ შედგება. ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. არაფერს დავიშურებთ, მატჩის მოსაგებად”, - როჯერის ეს სიტყვები АТР-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
წინა სადევისთასო გათამაშებებში ამერიკელთა და შვეიცარიელთა ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ევროპელებმა ერთადერთხელ მოახერხეს ოკეანესგაღმელთა ძლევა. ეს ამბავი 2001 წელს მოხდა. 10 წლის წინ ფედერერმა ერთეულთა ორივე შეხვედრა მოიგო, ლორენცო მანტასთან ტანდემში კი ამერიკელთა წყვილს სძლია. “ის მატჩი ურთულესი გამოდგა. სწორედ იმ პერიოდში პირველად განვიცადე კორტზე ემოციური აღმაფრენა. სამივე მატჩში ვიმარჯვე, რამაც მორალური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გამაძლიერა. ამის შემდეგ უიმბლდონში პიტ სამპრასის დამარცხება მოვახერხე. ერთი სიტყვით, ამერიკელებთან მატჩი ჩემ კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა და იმედია, მათთან ახალი დაპირისპირება კიდევ ერთი დადებითი ბიძგის მომცემი იქნება”, - აცხადებს ფედერერი.
ესპანეთი-ყაზახეთი
ოვიედო, Palacio Municipal de los Deportes
ესპანეთი: ნიკოლას ალმაგრო, მარსელ გრანოლიერსი, ხუან კარლოს ფერერო, მარკ ლოპესი
კაპიტანი: ალეკს კორეტხა
ყაზახეთი: მიხაილ კუკუშკინი, ანდრეი გოლუბევი, იური შჩუკინი, ევგენი კოროლიოვი
კაპიტანი: ეგორ შალდუნოვი
ავსტრია – რუსეთი
ვინერ ნოიშტადტი, Arena Nova
ავსტრია: იურგენ მელცერი, ანდრეას ჰაიდერ-მაურერი, ალექსანდერ პეია, ოლივიე მარახი
კაპიტანი: კლემენს ტრიმელი
რუსეთი: ალექს ბოგომოლოვი, მიხაილ იუჟნი, ნიკოლაი დავიდენკო, იგორ კუნიცინი
კაპიტანი: შამილ ტარპიშჩევი
კანადა – საფრანგეთი
ვანკუვერი, Thunderbird Sports Centre
კანადა: მილოშ რაონიჩი, ვაშეკ პოშპიშილი, ფრანკ დანცევიჩი, დენიელ ნესტორი
კაპიტანი: მარტენ ლორენდო
საფრანგეთი: ჟო-ვილფრიდ ცონგა, გაელ მონფისი, ჟულიენ ბენეტო, მიკაელ ლოდრა
კაპიტანი: გი ფორჟე
შვეიცარია – აშშ
ფრიბურგი, Forum Fribourg
შვეიცარია: როჯერ ფედერერი, სტანისლას ვავრინკა, მარკო კიუდინელი, მიხაელ ლამერი
კაპიტანი: სევერინ ლიუტი
აშშ: მერდი ფიში, ჯონ იზნერი, რაიან ჰარისონი, მაიკ ბრაიანი
კაპიტანი: ჯიმ კურიე
ჩეხეთი – იტალია
ოსტრავა, CEZ Arena
ჩეხეთი: ტომაშ ბერდიხი, რადეკ შტეპანეკი, ლუკაშ როსოლო, ფრანტიშეკ ჩერმაკი
კაპიტანი: იაროსლავ ნავრატილი
იტალია: სიმონე ბოლელი, დანიელი ბრაჩალი, ანდრეას სეპი, პოტიტიო სტარაჩე
კაპიტანი: კორადო ბარაძუტი
სერბეთი – შვედეთი
ნიში, Hala Cair
სერბეთი: იანკო ტიპსარევიჩი, ვიქტორ ტროიცკი, ილია ბოზოლიაცი, ნენად ზიმონიჩი
კაპიტანი: ბოგდან ობრადოვიჩი
შვედეთი: მიკაელ რიუდერსტედტი, კარლ ბერგმანი, ფილიპ პრპიჩი, რობერტ ლინდესტედტი
კაპიტანი: ტომას ენკვისტი
იაპონია – ხორვატია
ხიოგო, Bourbon Beans Dome
იაპონია: კეი ნიშიკორი, გო სოედა, ტაცუმა იტო, იუიჩი სუგიტა
კაპიტანი: ეიჯი ტაკეუჩი
ხორვატია: ივან დოდიგი, ივო კარლოვიჩი, ანტონიო ვეიჩი, ლოვრო ზოვკო
კაპიტანი: ჟელკო კრაიანი
გერმანია – არგენტინა
ბამბერგი, Stechert Arena Bamberg
გერმანია: ფლორიან მაიერი, ფილიპ კოლშრაიბერი, ფილიპ პეცშნერი, ტომი ჰაასი
კაპიტანი: პატრიკ კიუნენი
არგენტინა: ხუან იგნასიო ჩელა, ხუან მონაკო, დავიდ ნალბანდიანი, ედურდო შვანკი
კაპიტანი: მარტინ ხაიტე







