ფეხბურთი

20:09 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როცა მოგება წაგების ტოლფასია

93-ე წუთზე, 39 წლის ბათუმელთა კაპიტანმა, ამირან მუჯირმა მეორე გოლი გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. ზღვისპირელებს შემდეგ წრეში გასასვლელად კიდევ ერთი ბურთი სჭირდებოდათ, მაგრამ დრო აღარ ეყოთ. თუმცა მათი ბრძოლისუნარიანობა ნამდვილად დასაფასებელია.

 პირველი რაუნდის შემდეგ, ბათუმელებს მინიმალური სხვაობა ჰქონდათ დასაძლევი. თუმცა, მატჩი მათთვის უიღბლოდ დაიწყო. უკვე მე-9 წუთზე, ალადაშვილის ჩაწოდებულს მურად აფხაზავამ დაჰკრა თავი და სტუმრები დააწინაურა. როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი. იმავე აფხაზავამ მეორე ტაიმის დასაწყისში წითელი ბართი მიიღო და გორელებს საქმე გაურთულდათ. ჯერ თორნიკე ბერიძემ გაათანაბრა, ბოლოს კი, როგორც ვთქვით, კაპიტანმა მუჯირმა გაიტანა - 2:1 ბათუმელთა სასარგებლოდ, თუმცა მეტოქის მინდორზე გატანილი გოლის წყალობით მეოთხედფინალში გორელები გავიდნენ.

 

საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მერვედფინალური მატჩი

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 2:1 (0:1)

პირველი მატჩი – 0:1

30 ოქტომბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.”

Dდინამო (ბთ): ალავიძე, ტეტუნაშვილი, თოდუა, ქორიძე, მუჯირი, გოგიტიძე (მანწკავა 46), ვარშანიძე, ჩირიკაშვილი (აბუსელიძე 46), ბერიძე, მაკარიანი (კვერენჩხილაძე 62), ჩიმაკაძე

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, ღონღაძე, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, მაისურაძე, დიასამიძე, გორელიშვილი (სადაღაშვილი 71), დოლიძე (ქვილითაია 85), მოდებაძე

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

გოლი: 0:1 აფხაზავა (9), 1:1 ბერიძე (70), 2:1 მუჯირი (93)

გაფრთხილება: მანწკავა (56); დოლიძე (51), სადაღაშვილი (92)

გაძევება: აფხაზვა (49)

მსაჯი: ლ სილაგავა

0.14345