თამაშგარე

11:44 | 24.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსს მახაჩყალაში ცოლი არ მიჰყვება

როგორც იცით, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ბრაზილელი ფეხბურთელი - რობერტო კარლოსი, კასპიისპირა პატარა ქალაქის – მახაჩყალის “ანჟიში” გადავიდა სათამაშოდ. ეს როგორც იცით, უკვე გადაწყვეტილი ამბავია და წყალი არ გაუვა, მაგრამ თურმე სულ სხვაგვარად ფიქრობს კარლოსის მეუღლე, ბრაზილიელი მარიანა ლუსონი, რომელსაც დიდად არ ეპიტნავება მიყრუებულ მახაჩყალაში ცხოვრება და შესაძლოა, ქმარს არც გაჰყვეს ლეკეთში.
თუმცა, რობერტო კარლოსი ამბობს, რომ თავისას მაინც გაიტანს და კავკასაიში ცოლთან ერთად იცხოვრებს. მარიანა და რობერტო 2009 წელს დაქორწინდნენ. სანამ ბრაზილიელი ფეხბურთელი მარიანა ლუსონს მოიყვანდა ცოლად, პირველ ცოლს დიდი სკანდალის შემდეგ დაშორდა. ”რეალში” ასპარეზობის დროს, რონალდომ გრანდიოზული ღრეობა მოაწყო და თანაგუნდელებს ელიტური მეძავებით ”გაუმასპინძლდა”. ერთ-ერთი მეძავი კარლოსს ისე მოეწონა, მასთან რომანი გააბა. კარლოსის მაშინდელმა ცოლმა  - ადრიანა ენიტამ ეს ამბავი რომ გაიგო, საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და განქორწინების შემდეგ ხელს 5 მილიონი დოლარიც გააყოლა.
როგორც ხედავთ, კარლოსს ”წინა ცხოვრებიდან” უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და ახლანდელ ცოლს, სავარაუდოდ, უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09347