მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა არიენ რობენმა გუშინდელი ვარჯიშის დასრულება ვერ მოახერხა, რის გამოც, გაჩნდა ეჭვი, რომ მან ძველი ტრავმის მოშუშებაც ვერ მოასწრო და უკვე ახალი დაზიანება მიიღო.
Telegraaf-ის ინფორმაციით, საშიში არაფერია და ის ტკივილი, რაც არიენმა ვარჯიშისას იგრძნო, ერთთვიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშის განახლებისას დამახასიათებელი, ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ყოფილა.
28 წლის ჰოლანდიელმა გუშინდელი ვარჯიშისას ტკივილი საზარდულის მიდამოებში იგრძნო. მიუნხენელი ექიმების თქმით, ის რეაბილიტაციის პროცესს წინასწარ გათვლილი გრაფიკით გააგრძელებს და 19 ნოემბერს, “დორტმუნდის” წინააღმდეგ თამაშსაც მოახერხებს.







