ფეხბურთი

10:17 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი სასამართლომაც გაანაწყენა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ სასამართლოში ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული საქმე წააგო. ბავარიელთა ფრანგი ლეგიონერი ამ ჟურნალისტების მიერ გამოშვებულმა წიგნმა სახელწოდებით “რიბერის ცხოვრების შავი მხარეები” აღაშფოთა და ავტორებს უჩივლა.

წიგნში ფრანკ რიბერისთან დაკავშირებულ რამდენიმე სკანდალზეა ყურადღება გამახვილებული. მათ შორის პარიზის ერთ-ერთი ღამის კლუბის არასრულწლოვან მეძავთან ფეხბურთელის კავშირზე. ამავე მეძავს ჟურნალისტები კიდევ ერთ ფრანგ ფეხბურთელს, მადრიდის “რეალის” ფორვარდ ქარიმ ბენზემას აკავშირებენ.

რიბერის ადვოკატები სკანდალური წიგნის გაყიდვიდან ამოღებას მოითხოვენ და ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მიზანს მიაღწევენ.

 


 


 


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11729