სეზონის უმთავრესი ტურნირის, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 42 დღით ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. მასში ყველა პრესტიჟული შეჯიბრების შედეგია შეტანილი, გასულ უქმეებზე ჩატარებული ვენესუელის მსოფლიოს თასის ჩათვლით. მსოფლიოს პირველობამდე რეიტინგში საინტერესო ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ. წინ კიდევ ერთი მსოფლიოს თასია, რომელსაც მომავალ შაბათ-კვირას სან სალვადორი უმასპინძლებს, მაგრამ იმის გამო, რომ თითქმის ყველა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზეა გადასული, სალვადორული ტურნირი მაღალრეიტინგიან სპორტსმენებს გვარიანად მოისაკლისებს.
საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი 10 დღეა, იაპონიაში ვარჯიშობს. ავსტრიელი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის რჩეულ ათეულში ვერმოხვედრილი კანდიდატები კი საქართველოში აგრძელებენ წვრთნას. რაც შეეხება ახალ რეიტინგს, მასში ქართველთაგან ყველაზე წინ კვლავ ამირან პაპინაშვილია (60 კგ), რომელიც მე-8 ადგილზეა. პაპინაშვილის გარდა, ათეულშია (მე-10 ადგილზე) 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი.
ყველაზე ცუდი სიტუაცია კვლავ 66, 73 და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიებშია, სადაც ქართველი ძიუდოისტები საუკეთესო ოცდაათეულს მიღმა დგანან.
საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის სარეიტინგო მაჩვენებელს და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს აქვე გთავაზობთ.
60 კგ
| 1 | რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) | 2130 |
| 2 | გიორგი ზანთარაია (უკრაინა) | 1224 |
| 3 | ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) | 1090 |
| 4 | ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) | 1000 |
| 5 | არსენ გალსტიანი (რუსეთი) | 912 |
| 8 | ამირან პაპინაშვილი | 756 |
| 22 | ბეთქილ შუკვანი | 360 |
| 27 | დავით ასუმბანი | 325 |
| 78 | პაატა მერებაშვილი | 64 |
| 79 | ნესტორ ხერგიანი | 62 |
| 180 | სოსო ნიჟარაძე | 10 |
66 კგ
| 1 | ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) | 1438 |
| 2 | ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) | 1244 |
| 3 | ალიმ გადანოვი (რუსეთი) | 1210 |
| 4 | მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) | 1111 |
| 5 | სუგოი ურიარტე (ესპანეთი) | 918 |
| 42 | შალვა ქარდავა | 184 |
| 121 | ზაზა კედელაშვილი | 30 |
| 134 | უჩა ხუციშვილი | 24 |
| 139 | სანდრო იაკობაშვილი | 22 |
| 158 | გიორგი შოშიაშვილი | 18 |
| 162 | მიხეილ ხომიზური | 16 |
| 162 | პაატა მერებაშვილი | 16 |
| 186 | არსენა მაჭარაშვილი | 12 |
| 99 | გიორგი ფერსაშვილი | 10 |
73 კგ
| 1 | კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) | 1524 |
| 2 | რიკი ნაკაია (იაპონია) | 1078 |
| 3 | ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) | 1000 |
| 4 | დექს ელმონი (ჰოლანდია) | 988 |
| 5 | დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) | 900 |
| 33 | ნუგზარ ტატალაშვილი | 230 |
| 45 | ამბაკო ავალიანი | 176 |
| 51 | ზაზა კედელაშვილი | 148 |
| 71 | თენგიზ პაპოშვილი | 100 |
| 131 | დავით ქევხიშვილი | 30 |
| 131 | დავით კუპრაშვილი | 30 |
| 155 | ზვიად ბაზანდარაშვილი | 20 |
| 170 | ზურაბ ნოზაძე | 16 |
| 211 | მიხეილ ხომიზური | 10 |
| 211 | დავით კობერიძე | 10 |
81 კგ
| 1 | ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) | 1760 |
| 2 | ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) | 1520 |
| 3 | ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) | 934 |
| 4 | ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) | 860 |
| 5 | ტრევის სტივენსი (აშშ) | 822 |
| 31 | ლევან წიკლაური | 316 |
| 37 | ავთანდილ ჭრიკიშვილი | 284 |
| 53 | დავით კარბელაშვილი | 146 |
| 111 | ხვიჩა ხუციშვილი | 40 |
| 133 | დავით ქევხიშვილი | 30 |
| 137 | იოსებ წელაური | 28 |
| 213 | პაატა ღვინიაშვილი | 8 |
| 231 | გიორგი ბაინდურაშვილი | 6 |
| 231 | დავით ჭაბუკაშვილი | 6 |
| 240 | გრიგოლ შინჯიკაშვილი | 4 |
90 კგ
| 1 | ილიას ილიადისი (საბერძნეთი) | 1396 |
| 2 | ტაკაში ონო (იაპონია) | 1366 |
| 3 | დაიკი ნიშიამა (იაპონია) | 1298 |
| 4 | კირილ დენისოვი (რუსეთი) | 1098 |
| 5 | ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) | 1026 |
| 10 | ვარლამ ლიპარტელიანი | 666 |
| 48 | ზვიად გოგოჭური | 146 |
| 57 | მინდია ბოდაველი | 132 |
| 89 | საბა გავაშელიშვილი | 58 |
| 111 | ლაშა გურული | 34 |
| 116 | გრიგოლ მამრიკიშვილი | 30 |
| 129 | გიორგი ცოციაშვილი | 24 |
| 181 | ბეთქილ ნავერიანი | 6 |
100 კგ
| 1 | ტაკამასა ანაი (იაპონია) | 1716 |
| 2 | ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) | 1224 |
| 3 | მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) | 1114 |
| 4 | სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი) | 1096 |
| 5 | ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) | 880 |
| 20 | ლევან ჟორჟოლიანი | 480 |
| 34 | ირაკლი ცირეკიძე | 286 |
| 53 | დავით ლორიაშვილი | 108 |
| 73 | რევაზ ჩიკოიძე | 56 |
| 89 | ალექსანდრე მსხალაძე | 36 |
| 110 | ნოდარ მეტრეველი | 20 |
| 121 | ზურაბ ზვიადაური | 18 |
+100 კგ
| 1 | ტედი რინერი (საფრანგეთი) | 2030 |
| 2 | ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) | 1520 |
| 3 | ანდრეას ტოლცერი (გერმანია) | 1186 |
| 4 | სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) | 836 |
| 5 | აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი) | 804 |
| 27 | ზვიად ხანჯალიაშვილი | 324 |
| 37 | ადამ ოქრუაშვილი | 224 |
| 43 | ლაშა გუჯეჯიანი | 176 |
| 83 | ნოდარ მეტრეველი | 46 |
| 124 | გიგა გუბელაძე | 8 |
ოთარ მაღლაკელიძე









