ფეხბურთი

15:46 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეი უილკინსი იორდანიას გაწვრთნის

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი რეი უილკინსი იორდანიის ნაკრებს გაწვრთნის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.

თავის დროზე, უილკინსი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მოთამაშე-მწვრთნელი იყო, თავკაცობდა “ფულჰემს”. მოგვიანებით, “ჩელსიში”, “უოტფორდსა” და “მილოულში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.  

განვლილ სეზონში, 57 წლის სპეციალისტი “ფულჰემში” ჰოლანდიელ რენე მელენსტენს ეხმარებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102608