ფეხბურთი

1:09 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონების მსაჯები ზუგდიდში შეიკრიბნენ

ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ ,,ბაიას’’ საწვრთნელ ბაზაზე, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფედერაციების  სამსაჯო შეკრება გაიმართა.

 დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სფფ-ის ინიცივიატივით და დაფინანსებით  მსაჯებს რეგიონულ დონეზე საშუალება მიეცათ სრულფასოვანი შეკრება გაევლოთ.

აღსანიშნავია, რომ  შეკრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მის მონაწილეებს საუკეთესო პირობები ჰქონდათ შემნილი, როგორც თეორიული, ასევე საფეხბურთო მოედანზე პრაქტიკული მეცადინეობისა და ვარჯიშებისთვის.

შერკებას უძღვებოდნენ სფფ-ის უფროსი სამსაჯო ინსპექტორი ლევან ფანიაშვილი, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კიკაჩეიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსაჯო განყოფილების უფროსი ზვიად ერქვანია.

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088658