ფეხბურთი

20:32 | 25.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

“რეალში” ლიპიც ახსენეს

ესპანურ მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდში ახალი მწვრთნელის ხილვა სურს. შესაძლოა, ივნისიდან, “სამეფო კლუბს” სათავეში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მარჩელო ლიპი ჩაუდგეს. 

იტალიელ სპეციალისტს მადრიდში რეკომენდაციას ლეგენდარული ფრანგი – ზინედინ ზიდანი უწევს. მოგეხსენებათ, “ზიზუ” ტურინის “იუვენტუსში” ლიპის ხელმძღვანელობით თამაშობდა და მისი მეთოდები კარგად იცის. 
შეგახსენებთ, რომ 64 წლის ლიპი ჩინურ “გუანჩჯჟოუ ევერგრანდს” წვრთნის, მაგრამ მზადაა, ევროპაში დაბრუნდეს. თავის მხრივ, თუკი “რეალი” მოურინიოს დაითხოვს, კომპენსაციის სახით, 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096241