ფეხბურთი

12:00 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ტრანსფერებზე 172 მილიონი დახარჯა

მადრიდის “რეალმა” გუნდის გაძლიერების მიზნით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფული არ დაიშურა.

კლუბის ხელმძღვანელობამ სულ ხუთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა და ჯამში 172,5 მილიონი ევრო დახარჯა. ყველაზე ძვირი ლონდონის “ტოტენჰემიდან” უელსელი ნახევარმცველის - გარეტ ბეილის შეძენა დაჯდა (91 მილიონი). “რეალ სოსიედადიდან” 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი ილიარამენდის შეძენა 39 მილიონი დაჯდა, “მალაგადან” 21 წლის ისკოს გადაბირებაში 30 მილიონი დაიხარჯა, 21 წლის მცველის, კარვახალის ტრანსფერი 6,5 მილიონი, ხოლო ასევე 21 წლის ბრაზილიელი კაზემიროს შეძენა 6 მილიონი ევრო დაჯდა.

ექსპერტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ კლუბმა არა მხოლოდ ლეგიონერები, არამედ ესპანელი ფეხბურთელებიც შეიძინა. “რეალმა” მოთამაშეთა გასხვისებით 108 მილიონზე მეტი იშოვა. კალეხონის სანაცვლოდ მადრიდელებმა 9,5 მილიონი მიიღეს, ალბიოლის სანაცვლოდ 12, იგუაინის 37, ხოლო იოზილის გასხვისებით 50 მილიონი ევრო მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114677