ფეხბურთი

10:46 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ისკოს ტრანსფერის პირობები შეათანხმა

 

“მალაგას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო, უახლოეს დღეებში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი გახდება.

21 წლის გამთამაშებელმა გასულ სეზონში ნაჩვენები ფანტასტიკური თამაშით ისეთი გრანდების ყურადღება მიიბყრო, როგორებიც “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან. ფინანსური პრობლემების გამო, მალაგელები იძულებულნი იყვნენ საკუთარ ლიდერს შელეოდნენ და AS-ის ცნობით, ისკომაც არჩევანი “სამეფო კლუბზე” შეაჩერა.

“რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი “მალაგას” გენერალურ დირექტორ ვისენტე კასადოს გუშინ ღამე მადრიდში შეხვდა და ტრანსფერის დეტალები საბოლოოდ შეათანხმეს. მხარეებს საკმაოდ მალე გამოუნახიათ შეხების წერტილები და უახლოეს პერიოდში ტრანსფერიც ოფიციალურად შედგება.

“მალაგა” ისკოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტი, რომელიც ხუთ წელიწადზე იქნება გათვლილი, ოფიციალურად მომავალი კვირის დასაწყისში გაფორმდება.

პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ისკომ 9 გოლი გაიტანა.   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084222