ფეხბურთი

13:35 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ფალკაოზე უარი თქვა

საქმე ისე მიდის, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” ვარსკვლავის – რადელ ფალკაოს შეძენას აღარ ეცდება. Cadena Cope-ს ცნობით, ამის მიზეზი კოლუმბიელის ფინანსური მოთხოვნებია.

“სამეფო კლუბის” წარმომადგენლები ფალკაოს აგენტ ხორხე მენდესს შეხვდნენ და ფეხბურთელის მხრის მოთხოვნებს გაეცნენ. კოლუმბიელმა მეგოლემ წელიწადში 8 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც “რეალმა” უარი თქვა.

გადაწყვეტილია, რომ მადრიდელები ზაფხულში ფორვარდით გაძლიერდებიან. ერთ-ერთი კანდიდატურა ფალკაო იყო, მაგრამ სადღეისოდ, 27 წლის კოლუმბიელის ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია. 

 

0.108181