ფეხბურთი

11:08 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კარვახალს გაუხანგრძლივებს

მადრიდის “რეალსი” ხელმძღვანელობა მარჯვენაფლანგელ დანიელ კარვახალს ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები იუწყებიან.

ახალი ხელშეკრულების ძალით, 22 წლის ესპანელის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება. მხარეებს შორის შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგება და ოფიციალურადაც გაფორმდება. კარვახალს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და წელიწადში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კარვახალმა 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06134