ფეხბურთი

13:54 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ინიგო მარტინესით დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” “სოსიედადის” მცველის – ინიგო მარტინესის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

“სამეფო კლუბის” უკანახაზელი რაფაელ ვარანი ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო სიაშია და თუ ფრანგი გუნდს გამოიცვლის, მადრიდელები ინიგო მარტინესზე ამუშავდებიან. ვარანის “სტემფორდ ბრიჯზე” ხილვა “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს სურს და არაა გამორიცხული, ფრანგი დაიყოლიოს კიდეც.

ესპანური მედიის ცნობით, “რეალი” მარტინესის შეძენას არ ჩქარობს. მადრიდელებს ესპანელი ინტერესთა სფეროში ჰყავთ და შესაძლოა, მისი ტრანსფერის საკითხი მთელი ზაფხული გაგრძელდეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12739