კალათბურთი

16:52 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რასელ უესტბრუკს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ სურს

ამერიკელმა კალათბურთელმა, “ოკლაჰომა სიტის”  მცველმა რასელ უესტბრუკმა უარი განაცხადა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იასპარეზოს, სადაც მისი გუნდი, აშშ-ს ნაკრები, ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. აღნიშნულ ჩემპიონატს ესპანეთი უმასპინძლებს.

მართალია უესტბრუკს ტრავმა აღარ აწუხებს, მაგრამ მსოფლიოზე თამაში თავის დაზღვევის მიზნით არ სურს.

შეგახსენებთ, რომ რასელმა, მუხლზე გადატანილი მძიმე ოპერაციის გამო, 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში, ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის 36 მატჩი გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111929