ფეხბურთი

13:52 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა “ბარსელონას” ძლევის შემდეგ, კატალონიური ქომაგების კიდევ უფრო მეტად გასაღიზიანებლად ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა.
“კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. გამორჩეულად კი რონალდუსი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია” – ციტირებს რამოსის სიტყვებს ერთ-ერთი ესპანური გამოცემა.
თითქმის ანალოგიური განცხადება გააკეთა ემილიო ბუტრაგენიომ. “სამეფო კლუბისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ “რეალის” დაცვამ ლიონელ მესის ჩვეულად თამაშში ხელი შეუშალა, რონალდუ კი ვერავინ გააჩერა, რადგან იგი შეუდარებელი იყო.
შეგახსენებთ ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “რეალმა” “ბარსელონა” სტუმრად 3:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი თავი დუბლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110706