საქართველოს რაგბის კავშირი, უცხოური სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებულ 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული (20-წლამდელები) ალაფის განრიგს და გუნდების ჯგუფებში გადანაწილების მათ ვერსიას უარყოფს.
როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს რაგბის კავშირში განუცხადეს, გავრცელებული ვერსია ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება, თუმცა ის საბოლოოდ დამტკიცებული არაა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლები, თბილისს თებერვლის დასაწყისში უნდა ეწვიონ და ჯგუფებზე და კალენდარზე შეთანხმება მას შემდეგ უნდა მოხდეს.







