ჩოგბურთი

21:12 | 26.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფას თაიბრეიკი

 

რაფა ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობაზე ფინალამდე ისე გააღწია, დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, უიმბლდონზეც ესპანელს სასტარტო მატჩებში მეტ-ნაკლებად იოლ მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ამის ფონზე, სენსაციურად დაიწყო მალიორკელის პირველი შეხვედრა ბრაზილიელ ტომას ბელუჩისთან. სამხრეთამერიკელმა საწყისი ოთხი სეტი მოიგო (!) და 4:0 წაიყვანა. საბოლოოდ პირველი სეტის ბედი თაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. რაფამ 7:0 მოიგო, რის შემდეგაც ბელუჩიმ სერიოზული წინააღმდეგობა პრაქტიკულად შეწყვიტა. მატჩი ნადალმა 7:6 (7:0), 6:2, 6:3 მოიგო. 
ლეიტონ ჰიუიტმა უიმბლდონი შორეულ 2002 წელს მოიგო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან (5) ავსტრალიელი ფავორიტის სტატუსით ნამდვილად არ გასულა კორტზე. ასეც მოხდა – მატჩის მსვლელობისას აფროფრანგმა 21 ეისი შეასრულა და “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენელს 6:3, 6:4, 6:4 სძლია. 
უფროსი დისგან განსხვავებით პირველი წრის ბარიერი წარმატებით დაძლია სერენა უილიამსმა. ერთეულთა შორის უიმბლდონის ოთხგზის ტრიუმფატორმა (2002, 2003, 2008, 2009) ჩეხ ბარბორა ზაჰლავოვა-სტრიცოვას დამაჯერებლად მოუგო (6:2, 6:4). უილიამს-უმცროსმა სამი ეისი შეასრულა და მეორე ეტაპზე იუჰანა ლარსონსა და მელინდა ცინკს შორის უძლიერესს შეხვდება.
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095095