ჩოგბურთი

17:00 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფას რევანში და “საჩუქარი” “ნოლეს”

ხვალ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაბადების დღე აქვს და მისთვის საუკეთესო საჩუქარი დღეს რომის “მასტერზ1000”-ის ფინალის მოგება იქნებოდა, თუმცა, რაფა ნადალმა სერბს საზეიმო განწყობა გაუფუჭა, 7:5, 6:3 მოუგო და საჩემპიონო წოდება თავად მოიპოვა. შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. რაფამ თავისი მოწოდება ერთადერთხელ დათმო, შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გახდა რომის შეჯიბრების გამარჯვებული.
შეგახსენებთ, შარშანდელ ფინალში ჯოკოვიჩმა 2 სეტით, 6:4, 6:4 მოახერხა მალიორკელის ძლევა, წლეულს კი ნადალმა სრულფასოვანი რევანში აიღო. რაფას ეს შეჯიბრება ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ აქვს მოგებული, დღეს კი მეშვიდედ გავიდა იტალიის დედაქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში სათამაშოდ. ნადალმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგსიაში როჯერ ფედერერს გაასწრო და კვლავ “ნოლეს” შემდგომ პოზიციაზე დამკვიდრდა, მომავალ “როლან გაროსზე” კი მეორე ნომრად იქნება განთესილი.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168724