ჩოგბურთი

13:42 | 11.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფას ბოიკოტს “ნოლეც” შეუერთდება

მადრიდის “მასტერზ1000”-ის ორგზის გამარჯვებული და შარშანდელი შეჯიბრების ფინალისტი რაფა ნადალი წლეულს ტურნირს მერვედფინალიდან ჩამოშორდა. თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან მარცხი “მალიორკელმა ბუღამ” კორტის საფარის შეფერილობა დააბრალა და დაიმუქრა, თუკი ორგანიზატორებმა საასპარეზო მოედანს ჩვეული კოლორი არ დაუბრუნეს, მომავალ წელს ჩემ კალენდარში ერთი ტურნირით ნაკლები იქნებაო. “ლურჯ კორტთან ადაპტირება ვერა და ვერ შევძელი. არადა, მადრიდში მოსამზადებლად ადრეულად ჩამოვედი, მაგრამ საკუთარი თამაში მაინც ვერ “ვიპოვე”. თუკი სამომავლოდ კორტს ფერი არ შეუცვალეს, მადრიდის “მასტერზ1000”-ზე აღარ ვიასპარეზებ”, - დაემუქრა ტურნირის ორგანიზატორებს რაფა ნადალი.
ნადალს მხარი სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც აუბა. მანაც მადრიდის კორტის ახალი საფარი დაიწუნა. “თამაშისას ფეხი მუდმივად მისრიალებს. დაზიანების მიღების დიდი რისკია და ტურნირის მოგებასთან ერთად არანაკლებ გამიხარდება, თუკი მადრიდის შეჯიბრებას უტრავმოდ ჩავამთავრებ”, - აცხადებს “ნოლე” და ჟურნალისტის კითხვას, აუბამს თუ არა მხარს ნადალის ბოიკოტს, დადებით პასუხს სცემს. შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას დამარცხების შემდეგ ჯოკოვიჩს მეოთხედფინალში თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩთან მოუწევს დაპირისპირება.  



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090259