მიმდინარე კვირაში ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრების ყურადღება მთლიანად ანა ტატიშვილის მიმართ არის მიპყრობილი, თუმცა, ამ დღეებში სხვა ქართველმა გოგონებმაც ითამაშეს. შვეიცარიულ კიასოში 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მაკა ჩახნაშვილი ესტონელ ანეტ კონტავეტთან 4:6, 1:6 დამარცხდა, ხოლო ანტალიაში, 10-ათასიანი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია რუს მარია მოხს 6:2, 4:3-ს უგებდა, როდესაც სავარაუდოდ ტრავმა მიიღო და კორტის დატოვება მოუხდა.







