ჩოგბურთი

15:45 | 20.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ძირითად ბადეშიც იმარჯვა

შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში, 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს სოფო ქვაცაბაია, რომელმაც კვალიფიკაციის დაძლევის კვალად, მე-5 ნომრად განთესილი თურქი პემრა ოზგენი 7:6 (7:1), 6:1 დაამარცხა. მერვედფინალში სოფოს მეტოქე ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ტერეზა სმიტკოვა (ჩეხეთი) იქნება.
პირველი წრის მატჩი ჯერაც წინ აქვს ეკატერინე გორგოძეს, რომელიც ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკაციიდან მოხვდა. ქართველი გოგონას მეტოქე სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩი იქნება. წყვილებში ქვაცაბაიამა და გორგოძემ ბრაზილიელებს (ფორტე-პიჯოსი) 3:6, 6:1, 12:10 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-2 ნომრად განთესილ ოზგენსა და ზეჩ-პესკირიჩს ეთამაშებიან.
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დაწყებულ 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში სოფო შაფათავა მე-5 ნომრად განთესილ მასპინძელ ალიზ ლიმს დაუპირისპირდა და 4:6, 2:6 წააგო. წყვილებში შაფათავასა და ბელორუსი პეხოვას მე-3 რეიტინგის მქონე დუეტმა იმავე ლიმსა და კიდევ ერთ ფრანგ ჰესეს 6:3, 6:3 სძლიეს, ამდენად, გარკვეულწილად, ქართველმა რევანის აღება მოახერხა. მეოთხედფინალში შაფათავა და პეხოვა კიდევ ერთ ფრანგულ წყვილს (ბელტრამი-ტორპე) გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ქალაქ კრისტინეჰამნში მიმდინარე კიდევ ერთი 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალშია გასული ოქსანა კალაშნიკოვა, რომელსაც ბელორუს ილონა კრემენთან დაპირისპირება ელის. წყვილებში კალაშნიკოვა და პოლონელი მაგდა ლინეტი (მე-3 განთესვა) დანიელ ეიდესგაარდთანა და შვეიცარიელ პერინთან 3:6, 6:4, 13:15 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093794