სოფო ქვაცაბაიამ ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველი წრე იოლად დასძლია. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის გამარჯვებულ ფრანგ კამილ ჩელის გეიმიც კი არ დაუთმო და 6:0, 6:0 დაამარცხა.
მერვედფინალში სოფოს მეტოქე ჰოლანდიელი ლისან ვან რიეტი იქნება. წყვილებში ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ, რომელთაც პირველი რეიტინგი გააჩნიათ, გერმანელებს – საბაის და სტემერს 6:1, 7:5 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს. მომდევნო რაუნდში ქართველთა პირისპირ ჰოლანდიელები – ვან დე ველდე და ვერტსეეგი დადგებიან.







