ძიუდო

22:46 | 8.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისიდან ტოკიოში

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებიდან ორიოდ დღეში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა რჩეული შეგირდები შემოიკრიბა და ტოკიოს დიდ სლემზე საჭიდაოდ იახლა. იაპონიაში წასაყვანი შემადგენლობა წინასწარვე გარკვეული იყო და საქართველოს პირველობის შედეგების გათვალისწინებას ტოტიკაშვილს ვერც ვერავინ მოსთხოვდა, რადგან ჩემპიონ-პრიზიორთათვის სავიზო საკითხების მოგვარება აღარ ესწრებოდა.
ტოკიოს დიდი სლემი 11-13 დეკემბერს გაიმართება და ტატამზე 8 ქართველი გავა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს, 66-ში – შალვა ქარდავა, 73-ში – დავით კუპრაშვილი, 81-ში – ლევან წიკლაური, 100-ში – ლომერ ჟორჟოლიანი და ნოდარ მეტრეველი, +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და იოსებ მსხალაძე. წინასწარ განაცხადში მწვრთნელს ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ) ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ მან საქართველოს ჩემპიონატზე ხელი იტკინა და დიდ სლემს გამოაკლდა.
იაპონური ტურნირის საპრიზო ფონდი 154 ათასი დოლარია. ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 5-5 ათას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – 3-3 ათასს, ბრინჯაოსნები კი 1500-1500 დოლარს.

ოთარ მაღლაკელიძე










































 
 
     
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153648