ჭადრაკი

12:02 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ

ოთხი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით  ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს 8-წლიან გოგონათა შორის მარიამ ხურციძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ეკატერინე ცივაძეს და ანა მამარდაშვილს.

ასევე, დანაკარგის  გარეშე ასპარეზობს ლუკა ფირცხალავა 8-წლიან ბიჭუნებში. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: თეიმურაზ  კვიკვინია და ალექსანდრე ყორღანაშვილი.

თამარ ესაძის, მაია ბეჭვაიას და ანასტასია  სიდამონიძის ტრიო ლიდერობს 12-წლამდე გოგონათა ასპარეზობას, ხოლო ანალოგიურ ასაკობრივი კატეგორის  ბიჭების შეჯიბრს 4 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ პეტრიაშვილი. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს შოთა ხოდაშნელს.

ერთპიროვნულად დაწინაურდა 4-დან 4 ქულით ნინო ხომერიკი 16-წლამდე ასაკის  გოგონათა შორის. 3.5 ქულით II-III ადგილებს ანა თედოშვილი და ლილე ქორიძე  იყოფენ.

ასევე ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს 16-წლიან ჭაბუკებს გიორგი სიბაშვილი და ერთი ქულით უსწრებს: ნოე თუთისანს, ირაკლი ახვლედიანს, გურამ კოკაიას და ნიკა ღვამბერიას. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092172