რაგბი

15:28 | 16.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქულათა დათვლის ახალი სისტემა ერთა თასზე

რაგბის ევროპულმა ფედერაციამ ფირა-აერმა ოფიციალურად დაამტკიცა ქულათა დათვლის ახალი პრინციპი, რომელიც ძალაში ერთა თასის მომავალ გათამაშებისთვის შევა.
მის თანახმად, მატჩის გამარჯვებული 4 ქულას მიიღებს, ყაიმზე 2 ქულაა, ხოლო დამარცხებულს 0 ქულა ერგება. თუკი გუნდი 4 ან მეტ ლელოს გაიტანს ანაც შვიდი ან ნაკლები ქულით დამარცხდება, 1 ბონუს ქულით დასაჩუქრდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა თასის პირველ შეხვედრას 5 თებერვალს უკრაინაში ჩაატარებს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10201